ახალი ამბები

გილაური: საქართველოში შაჰ-დენიზის გაზი შემოვიდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ 15 იანვარს საქართველოში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის შემოსვლა დაიწყო.


შაჰ-დენიზის გაზის შემოსვლა საქართველოში სამხრეთ კავკასიური გაზსადენის საშუალებით თავდაპირველად დეკემბრის შუა რიცხვებში იგეგმებოდა, თუმცა, საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებით, გაზის შემოსვლა ერთ-ერთ ჭაბურღილზე არსებული ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო.


“გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ გვაცნობა, რომ ტექნიკური პრობლემები მოგვარებულია და დღეს, დაახლოებით დილის 11 საათზე [თბილისის დროით] ჩვენ დავიწყეთ შაჰ-დენიზის გაზის მიღება“, – განუცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტებს 15 იანვარს.  


თავდაპირველად მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველო შაჰ–დენიზის გაზსადენით 250 მლნ კუბამეტრს აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, აქედან 200 მლნ–ს უფასოდ, როგორც სატრანზიტო ქვეყანა და 50 მლნ–ს შეღავათიან ფასად.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button