ახალი ამბები

“გაზპრომმა” შეთანხმებები გააფორმა საქართველოში გაზის მოწოდების თაობაზე

“გაზპრომმა” საქართველოში მოქმედ სამ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტებს 2007 წელს მთლიანობაში 1,1 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდების თაობაზე, 1000 კუბურ მეტრზე 235 აშშ დოლარად, განაცხადა “გაზექსპორტის“ ხელმძღვანელმა ალექსანდრე მედვედევმა 22 დეკემბერს.


მისი თქმით, ერთწლიანი კონტრაქტები გაფორმდა ორ კომპანიასთან და სამ თვიანი ხელშეკრულება დაიდო თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიასთან “ყაზტრანსგაზი“, იუწყება “რია ნოვოსტი“.


ეს ორი კომპანიაა  – “თელასის“ მეპატრონე რუსული კომპანია, რომელსაც 300 მლნ კუბური მეტრი გაზი სჭირდება წლიურად მის მფლობელობაში არსებული გარდაბნის მე–9 ენერგობლოკის ფუნქციონირებისათვის და “ენერჯი–ინვესტი“, რომელიც გარდაბნის გაზოტურბინის მფლობელია.


ამ კომპანიების, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ჯერ–ჯერობით ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button