skip to content
ახალი ამბები

“საქართველოს ბანკმა” სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” იყიდა

“საქართველოს ბანკმა”, რომელიც სადაზღვევო კომპანია BCI-ს მფლობელია, 21 დეკემბერს განაცხადა, რომ 7,6 მლნ აშშ დოლარად შეიძინა სადაზღვევო  კომპანია “ალდაგის“ აქციათა 100%.


ამ გარიგების შედეგად BCI საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 40%–ს დაიკავებს მას შემდეგ, რაც ალდაგი 2007 წლის ივნისიდან BCI–ის შეუერთდება.


“საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის განცხადებით, BCI საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ლიდერი გახდა და მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაძლიერდება.


“საქართველოს ბანკი” უდიდესი ბანკია 98 ფილიალითა და 380 ათასი კლიენტით, რომლის აქციებით ვაჭრობა ერთი თვის წინ დაიწყო ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button