skip to content
ახალი ამბები

ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 დეკემბერს განაცხადა, რომ არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ საქართველო მზად არის გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები.


“საქართველო მუდმივად იცილებს თავიდან პასუხისმგებლობას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონლიქტების მოგვარება… [საქართველო] მუდმივად ქმნის სტრუქტურებს, რომელთა მიზანიცაა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან მიმართებაში ალტერნატიული როლი შეასრულონ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის “კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების“ მენტალიტეტებს შორის ნამდვილად არსებობს სხვაობა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს განსხვავება ქართველ და რუს ხალხებს შორისაც არის.


“თუ ამორალური პოლიტიკის გატარებაა საჭირო უცხოელი მფარველის ან მფარველების მოსაძებნად, ან უცხოელი მფარველის მოძებნის მიზნით ანტი-რუსული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს მენტალიტეტის დამახასიათებელი ნიშანია და მე მოხარული ვარ, რომ მე და ჩემს ქართველ კოლეგას [გელა ბეჟუაშვილს] განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს ამ კუთხით“, – განაცხადა ლავროვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button