ახალი ამბები

ესტონეთი მზად არის შეცვლილ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღოს

ესტონეთი საქართველოს კონფლიქტის ზონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას მიიღებს, თუ იქ არსებული ფორმატი შეიცვლება, განაცხადა 18 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა თბილისში თავის ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე .


მისი თქმით, ესტონეთს სურს “საქართველოში შეიქმნას სამშვიდობო მისიის ადეკვატური საერთაშორისო ფორმატი“.


“ჩვენ ამ საკითხზე ვიმუშავებთ ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ერთად… მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ ესტონელებმა მონაწილეობა არ მიიღონ ამ მისიაში. რა თქმა უნდა, ესტონელები მიიღებენ მონაწილეობას შეცვლილ ფორმატში“, – განაცხადა ურმას პაეტმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button