skip to content
ახალი ამბები

სოხუმში აცხადებენ, რომ თბილისი ახალ პროვოკაციას ამზადებს

სოხუმში დარწმუნებული არიან, რომ ქართული მხარე აფხაზეთის წინააღმდეგ ახალ პროვოკაციას ამზადებს და ამისთვის გალის რაიონის მოსახლეობას იყენებს, აცხადებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სტანისლავ ლაკობა “აფსნიპრესთან“ ინტერვიუში. 


ლაკობას მოსაზრებით, თბილისს ხელს აძლევს გალის რაიონში არეულობის პროვოცირება, რათა აფხაზური მხარის რეაქცია გამოიწვიოს და ამ მიზეზით რეგიონში საერთაშორისო პოლიციური ძალები შემოიყვანოს.


მისი თქმით, აფხაზეთის მიმართ თბილისის პროვოკაციული მოქმედებები შეიძლება ბოლო წვეთი იყოს, რასაც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button