ახალი ამბები
ევროპის საბჭოს კომისია შეშფოთებულია რუსეთში ქართველების მოპყრობის გამო
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს კომისია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც პირდაპირ შეეხო იქ მცხოვრებ ქართველებს.
“ამ ღონისძიებებში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დანაშაულის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით განხორციელდა, შედიოდა დაკავებები, დეპორტაციები, რასაც ზოგ შემთხვევაში სიკვდილიც მოყვა, და ასევე დევნის შემთხვევები“, – ნათქვამია 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
კომისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და არადისკრიმინაციული პრინციპების მკაცრი დაცვა ქვეყანაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)