skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი მომავალ კვირას თურქეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 დეკემბერს სამთავრობო დელეგაციის თანხლებით სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრება, სადაც შეხვდება თავის თურქ კოლეგას ახმედი ნეჯედ სეზერს, პრემიერ–მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოგანს და სხვა ოფიციალურ პირებს.


თურქეთში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყდება”შაჰდენიზის“ გაზსადენიდან საქართველოსთვის  ბუნებრივი აირის მოწოდების რაოდენობა და ფასი. საქართველო დამატებით გაზს “შაჰდენიზის” პროექტში თურქეთის კვოტიდან მიიღებს.


14 –16 დეკემბერს ბაქოში აზერბაიჯანელი, თურქი და ქართველი ექსპერტების დონეზე გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ “შაჰდენიზის“ გაზსადენიდან საქართველო სავარაუდოდ 1,01 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, თუმცა ფასი ჯერ–ჯერობით უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button