Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს პრეზენტაცია გაიმართა

დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო ურთიერთობების საბჭოს პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელშეწყობით დაარსდა. პრეზენტაციას საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი დაესწრო.


საბჭოს დამფუძნებლები არიან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ვიცე–პრეზიდენტი თემურ იაკობაშვილი, ამავე ფონდის წარმომადგენელი არჩილ გეგეშიძე, ყოფილი ელჩი ეუთოში გიგა ბურდული, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი შალვა ფიჩხაძე და სხვები.


საბჭო პროფესიონალთა არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საგარეო ურთიერთობების სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გაუმჯობესებას, პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მომზადებას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button