ახალი ამბები

კოკოითი: სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში “არანაირი პირობით“ არ შევა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში “არანაირი პირობით“ არ შევა, იუწყება 13 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი.


12 დეკემბერს რუსულ გაზეთ “კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ  მოსკოვი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარების მიზნით გეგმას ამზადებს, რომელიც ეფუძნება კონფედერაციის ტიპის “ერთიანი სახელმწიფოს“ პრინციპს და რომელიც საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გააერთიანებს. ოფიციალურმა თბილისმა უკვე დაგმო კონფედერაციის ტიპის “ერთიანი სახელმწიფოს“ პრინციპი. 
 
“კურსი დამოუკიდებლობისკენ [დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის] პრეზიდენტის ან მთავრობის ახირება არ არის, არამედ ეს არის მთელი ერის ნების გამოხატვა 1992 და 2006 წლებში ჩატარებული რეფერენდუმების დროს. არამართებულია არ გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ სამხრეთ ოსეთმა თითქმის ერთხმად მისცა ხმა საქართველოსგან სრულ დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button