skip to content
ახალი ამბები

პარლამენტში ზურაბ ჟვანიას ბიუსტი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტში 9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას ბიუსტი გაიხსნა. დღეს მას 43 წელი შეუსრულდებოდა. 


“ზურაბ ჟვანია იყო პირველი, ვინც რეალურად შექმნა ქართული სახელმწიფოებრივი და საპარლამენტო ტრადიცია… საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, სადაც არ არის კომუნისტური ნომენკლატურა მთავრობაში და ეს სწორედ ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე.


ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა.  საქართველოს ხელისუფლებამ მისი გარდაცვალებისთანავე განაცხადა, რომ ჟვანია არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოიწამლა. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოუცხადებია. სავარაუდოდ, ეს შედეგები თავდაპირველად გაჟღერებული ოფიციალური ვერსიის ანალოგიური იქნება.


თუმცა, ჟვანიას ნათესავები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას. ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგა ჟვანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ მისი ძმა მოკლეს.


“იმედი მაქვს, გამოძიება დასრულდება და სიმართლე დადგინდება“, – განუცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 9 დეკემბერს.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button