skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი დსთ-ს შესახებ იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტი 8 დეკემბრის სხდომაზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) საქართველოს წევრობის საკითხზე დებატებს განაახლებს. ერთი თვის წინ საკანონმდებლო ორგანოში გამართული ანალოგიური განხილვის დროს ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა საკითხის გადადებაზე შეთანხმდნენ.


ორივე შემთხვევაში საკითხი ოპოზიციური დემოკრატიული ფრონტის საპარლამენტო ფრაქციამ დააყენა.


დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან უკვე მიანიშნეს ნათლად, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს დემოკრატიული ფრონტის მიერ შემოთავაზებულ დადგენილების პროექტს, რომელიც საქართველოს დსთ-დან გამოსვლისკენ მოუწოდებს.  


“ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტრატეგიული გადაწყვეტილება ნათელია: ჩვენ უნდა დავტოვოთ [დსთ]; მაგრამ ტაქტიკის საკითხია, თუ როდის უნდა გავაკეთოთ ეს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საუკეთესო დრო უნდა შევარჩიოთ“, – განაცხადა დეპუტატმა რატი სამყურაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან 8 დეკემბერს.


“დსთ-დან დაუყონებლივ გამოსვლის შედეგად საქართველო დაკარგავს იმ ხელსაყრელ პირობებს ორმხრივ ვაჭრობაში, რომლებიც ამჟამად დსთ-ს ქვეყნებთან აქვს. ამრიგად, ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებები დსთ-ს თითოეულ ქვეყანასთან“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ.


დებატები ამ საკითხზე 10 ნოემბერსაც გაიმართა. თუმცა, მაშინ საპარლამენტო ოპოზიცია კომპრომისზე წავიდა და არ მოითხოვა კერჭისყრის ჩატარება დადგენილების პროექტზე იმ მოტივით, რომ არ სურდა საქართველოს პარლამენტში უთანხმოების დემონსტრირება რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე. თუმცა, ოპოზიციამ მაშინ ისიც განაცხადა, რომ ამ საკითხს დეკემბერში დააყენებდა და კენჭისყრის ჩატარებასაც მოითხოვდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button