ახალი ამბები

პუტინი: საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი არ არსებობს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი არ არსებობს და ორ ქვეყანას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შუამავლები არ სჭირდება. 


“ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გასაუარესებლად. ბოლო წლების განმავლობაში საქართველო თანმიმდევრულად აწარმოებს ანტირუსულ პოლიტიკას, იყენებს რიტორიკას, რომელიც ცივილიზებული ნორმების არაადექვატურია, ასევე გამოგონილ ბრალდებებს და პროვოკაციებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ, შპიონომანიას და სხვა“, – განაცხადა პუტინმა მექსიკელ გამომცემელთან მარიო ვასკეს რანიასთან ინტერვიუში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მიერ წარმოებული “არაადექვატული მილიტარიზაცია“ საფრთხეს უქმნის კავკასიის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.


“ფაქტიურად მიმდინარეობს მზადება ძალისმიერი მეთოდით ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების მოგვარებისთვის. მშვიდობიანი მოლაპარაკებების ნაცვლად ღიად ისმის მუქარა სოხუმისა და ცხინვალის მისამართით“, – განაცხადა პუტინმა.


ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას ურთიერთობების მოსაგვარებლად შუამავლები არ სჭირდებათ. 
 
“რუსეთს და საქართველოს აქვთ მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობთ ჩვენ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. და თუ ისინი საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობისას ჩათვლიან მიზანშეწონილად მიიყვანონ მათ ყურადღებამდე ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია დაძაბულობის ატმოსფეროს შექმნა რუსეთთან ურთიერთოებების გართულების ხარჯზე, რაც თავის მხრივ გაამართლებს ძალისმიერ ქმედებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მაშინ ასეთ წვლილს ჩვენ მხოლოდ მივესალმებით“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button