skip to content
ახალი ამბები

რუსი დეპუტატები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესახებ იმსჯელებენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები 6 დეკემბერს განიხილავენ განცხადების პროექტს, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 ნოემბერს გამართული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის აღიარებისკენ მოუწოდებს.


“სახელმწიფო სათათბიროს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციამ თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძვეზე უნდა აწარმოოს. ეს ნება ცოტა ხნის წინ საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პროცედურების შესაბამისად და ასევე რუსეთის ფედერაციის კანონების საფუძველზე ჩატარებულ რეფერენდუმზე იქნა გამოხატული , – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის შესახებ განცხადების პროექტში. 


კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ასევე დღეს უნდა განიხილოს სახელმწიფო სათათბირომ ეხება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თხოვნას რუსეთისადმი, აღიაროს რეგიონის დამოუკიდებლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button