skip to content
ახალი ამბები

კოკოითი და მამსუროვი ვლადიკავკაზში შეხვდნენ

დღეს ვალდიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის მთავრობების წევრთა  შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ასევე მიიღეს მონაწილეობა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდნეტმა თეიმურაზ მამსუროვმა და სამხეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტი 4 დეკემბერს.


„ჩვენი ხალხების გაერთიანება ერთადერთი გონივრული პერსპექტივაა ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა შეხვედრაზე თეიმურაზ მამსუროვმა.


„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ოცნება ახდეს“, – დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button