skip to content
ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორი ხდება

ტელეკომპანია „მზის“ ცნობით, 4 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია თურნავა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.   


საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი არის ჰოლდინგის ტიპის სტრუქტურა, რომელსაც სხვადასხვა სფეროებში აქვს ბიზნეს ინტერესები, მათ შორის მედიასა და მრეწველობაში.

კომპანიის შემადგენლობაში შედის Georgian Media Incorporated, რომელიც აერთიანებს ტელეკომპანიებს „მზე“ და „პირველი სტერეო“, ასევე სტუდიას „სპექტრი“ და საქართველოს ბიზნეს კონსალტინგს.       


საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის აქციების 22%-ის, ტელეკომპანია მზის – 22%-ის და „პირველი სტერეოს“ – 65%-ის მფლობელია. სწორედ ამ სამი ტელეკომპანიის გაერთიანება იგეგმება 2007 წლის იანვრიდან.


საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან კომპანიები: „საქცემენტი“ (ცემენტის მწარმოებელი ქარხანა), „საქინვესტი“ (რომელიც ტყიბულის მაღაროს რეაბილიტაციის საკითხებზე მუშაობს), საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაცია (ელექტროენერგიის ექსპორტი/იმპორტი და გენერაცია), მსოფლიო ტექნიკა (სოფლის მეურნეობის სექტორისთვის აღჭურვილობის იმპორტი), „ფარმატექნიკა“ (სამედიცინო მოწყობილობების იმპორტი) და „ვიპავია“ (ჩარტერული ფრენები). 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button