skip to content
ახალი ამბები

ლეიბორისტების ყოფილი წევრი ახალ პარტიას ქმნის

ლეიბორისტიული პარტიის ყოფილმა წევრმა ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ პარტიის რიგები დატოვა, განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში მას პარტიის თავმჯდომარესთან შალვა ნათელაშვილთან გარკვეულ საკითხებში უთანხმოება ჰქონდა,  თუმცა ამ საკითხების დააკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა.


„ლეიბორისტული პარტია კონფლიქტების გამო, ან პირადული უთანხმოების გამო არ დამიტოვებია, უბრალოდ ბევრ სტრატეგიულ საკითხზე, რასაც პარტია ახმოვანებდა ჩემი და ბატონი შალვას მოსაზრებები დიამეტრალურად განსხვავდებოდა. მივხვდი, რომ ერთ პარტიულ ჩარჩოებში ვეღარ ჩავჯდებოდი და წამოსვლა გადავწყვიტე“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ჯონდი ბაღათურიამ 4 დეკემბერს და იქვე დასძინა, რომ მისთვის ასევე მიუღებელი იყო პროტესტის ის ფორმები, რომელსაც პარტია გამოხატავდა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.


უახლოეს მომავალში ჯონდი ბაღათურია, რომელიც წლების წინ ჯერ „ეროვნული დემოკრატიული პარტიის“ წევრი იყო, შემდგომ „აღორძინების“ და ბოლოს ლეიბორისტების, ახალი პარტიის შექმნას გეგმავს, სადაც მისი თქმით, ბევრ ნაცნობ სახეებთან ერთად ახალი სახეებიც გამოჩნდება. მისი თქმით, პარტიის ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულება სოციალური სამართლიანობის აღდგენა იქნება.


ბაღათურიას განცხადებით, ახალი პარტია მზად იქნება ყველა პარტიასთან ითანამშრომლოს და პარტიებს შორის ინტეგრაციის პროცესის დაწყების  ინიციატივით გამოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button