ახალი ამბები

ანთაძე: კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი ძალით უნდა დაინტერესდნენ

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მერაბ ანთაძემ 2 დეკემბერს გამართულ პრეს–კონფერნციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ჩართული სხვა მხარეები უნდა დაინტერესდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული „ახალი ძალით“.


„ნებიმიერ ძალასთან, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება წარმოდგენილი და რომელიც გამოხატავს იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ დიალოგი და მე ვფიქრობ ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში საერთაშორისო თანამეგობრობაც“, – განაცხადა მერაბ ანთაძემ.


მერაბ ანთაძე ერთადერთი მინისტრი იყო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომელიც 1 დეკემბერს, სოფელ ქურთაში  ალტერნატიულ საპრეზიდნეტო არჩევნებში გამარჯვებულ დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციას დაესწრო, რის გამოც 2 დეკემბერს პროტესტის ნიშნად მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე–პრემიერმა ბორის ჩოჩიევმა.


„გულისწყრომა ბორის ჩოჩიევის გამოიწვია იმან, რომ  მე შევხვდი იქ[ქურთაში] მაცხოვრებელ მოსახლეობას, შევხვდი იმ ახალ ძალას, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ასპარეზზე და ბუნებრივია ჩვენი ვალია არამარტო ქართული მხარის არამედ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის დაინტერესდეს თუ რა გავლენა აქვს ამ ძალას, რადგან ის წარმოადგენს ამ შემთხვევაში არამარტო ქართული, არამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ოსური საზოგადოების ინტერესებს“, – დასძინა მერაბ ანთაძემ.


მისი თქმით, ქართული მხარე ასევე განაგრძობს დიალოგს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის მთავრობასთანაც. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button