skip to content
ახალი ამბები

ქართული მხარე ბაღაფშის წინადადებას გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის სოხუმთან დიალოგისთვის “ყველანაირი წინაპირობების გარეშე“. 


მან კომენტარი გააკეთა თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წინადადებაზე, რომელმაც 29 ნოემბერს განაცხადა, რომ სოხუმი ამ ეტაპზე თბილისთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ზემო კოდორის ხეობიდან ქართული შენაერთების გაყვანის თაობაზე გამართავს.


“ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ყველანაირი წინაპირობების გარეშე. კოდორი არის საქართველოს ტერიტორია, კოდორში იმოქმედებს ლეგიტიმური ხელისუფლება, კოდორში დარჩება ის პოლიციური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ამას არაფერი არ შეცვლის“, – განაცხადა 30 ნოემბერს გელა ბეჟუაშვილმა.


დღესვე კოდორის ხეობაში სამხედრო შენაერთების ყოფნა უარყო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა და განაცხადა, რომ ხეობაში მხოლოდ პოლიციური ძალები არიან განლაგებული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button