ახალი ამბები
აშშ–ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის მოადგილე საქართველოში ჩამოდის
აშშ–ს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის მოადგილე ჯონ ს. ფისტოლი საქართველოს 30 ნოემბერს ეწვევა.
იგი შეხვდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს და გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, რათა გამოხატოს “ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მადლიერება ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის თანამშრომლობის გამო, რამდენადაც ეს თანამშრომლობა უკავშირდება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას“, – აცხადებს აშშ–ს საელჩო თბილისში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)