ახალი ამბები

რუსული პრესა პუტინი-სააკაშვილის შეხვედრაზე

საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების, მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის დროს, რომელიც მინსკში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, ურთიერთბრალდებები ჭარბობდა, წერს გაზეთი “კომერსანტი”  29 ნოემბერს რუსეთის დელეგაციის ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით.


“შეხვედრის დროს, რომელიც დსთ-ს ლიდერების თანდასწრებით გაიმართა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, არასწორი ღონისძიება უწოდა. ამის საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინმა შეახსენა, რომ სანქციებს წინ უძღოდა ოთხი რუსის დაჭერა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ნაცემი იყო. მოგვიანებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ წამოსწია სანქციების საკითხი, მაგრამ პუტინმა კვლავ უპასუხა, რომ რუსეთის მიერ მიღებული ზომები კანონიერი იყო. საბოლოოდ, ორი პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა ერთმანეთს და დაახლოებით ხუთი წუთი ისაუბრეს. წყაროს ცნობით, ამ შეხვედრას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია“, – წერს “კომერსანტი“.


ქართული მედია იტყობინებოდა, რომ ორ პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.


რუსული გაზეთი “ვედომოსტი” 29 ნოემბერს წერს, რომ პუტინსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა “მოულოდნელი” იყო.


“ვლადიმერ პუტინსა და მის ქართველ კოლეგას სააკაშვილს შორის ხანმოკლე საუბარი მაინც შედგა. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ სამიტამდე, რომ სააკაშვილთან ცალკე შეხვედრა არ იგეგმებოდა. კრემლის წყარომ განაცხადა, რომ “გაიმართა ხანმოკლე საუბარი“, – აცხადებს “ვედომოსტი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button