skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე საუბრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად რიგაში ნატოს სამიტის პარალელურ ღონისძიებებში მონაწილეობს, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს რეალური პერსპექტივა აქვს გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო.


“საქართველო არის პირველი იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ნამდვილად გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო და ეს მესიჯები ხაზგასმით იქნა ნათქვამი და გახმოვანებული როგორც ღია გამოსვლების დროს, ასევე კულუარებში“, – განაცხადა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button