ახალი ამბები

აშშ-ს ელჩი მიესალმება ადგილობრივ მმართველობაში განხორციელებულ რეფორმებს

აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ დასაფასაბელია ის “რევოლუციური ცვლილებები”, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობაში განხორციელა. 
 
“ფართო დეცენტრალიზაციამ და კანონმდებლობამ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების კონსოლიდაცია მოახდინა, რის შედეგადაც მათი რაოდენობა 1 000-დან 65-მდე შემცირდა, ასევე ჩამოყალიბდა ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ტრანსფერების გამჭირვალე ფორმულა,” – განაცხადა ელჩმა.
 
აშშ-ს ელჩმა ეს განცხადება თბილისში ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციის  ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთა.
 
ჯონ ტეფტმა განაცხადა, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო 1,5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.
 
სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამა ითვალისწინებს რეგიონალურ სემინარებს კანონმდებლობის, მომსახურეობის გაუმჯობესების, ბიუჯეტის შედგენის, ანგარიშგების, შესყიდვებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button