ახალი ამბები

საკრედიტო რეიტინგის სააგენტო საქართველოს “სტაბილურად” აფასებს

საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Standard and Poor’s –მა საქართველოს მთავრობის შეფასებას გადახედა რა გეოპოლიტიკური რისკის ზრდის გამო მას პოზიტიურიდან სტაბილურის რეიტინგი მიანიჭა, ნათქვამია საკრედიტო რეიტინგის სააგენტოს მიერ 21 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში .


გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ შეფასებაში Standard and Poor’s–მა საქართველოს დადებითის შეფასება მიანიჭა. 


თუმცა, თავის ბოლო მოხსენებაში სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოს სუსტი საგარეო ინდიკატორები გაუარესდა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან – რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის გამო.


“პერსპექტივების შეცვლაზე Standard and Poor’s–ის შეფასება მიუთითებს იმის გამო, რომ რეგიონში გეოპოლიტიკური რისკები გაიზარდა, რამაც შესაძლოა შეაფერხოს პოზიტიური ტენდენციები საგარეო ლიკვიდურობაში, ინვესტორთა დამოკიდებულებასა და ეკონომიკურ ზრდაში“, – განაცხადა Standard and Poor’s–ს საკრედიტო ანალიტიკოსმა ლუკ მარშანმა.


თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რისკები “ნაწილობრივ ბალანსდება ჯერ კიდევ ძლიერი ეკონომიკური პერსპექტივებით, რასაც თავის მხრივ აძლიერებს სწრაფი რეფორმები, უწყვეტი ფისკალური პოლიტიკა და მზარდი, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური სტრუქტურა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button