skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუსეთს ვმო–სთან დაკავშირებით პირობებს უყენებს

საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებას მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არალეგალურად მოქმედი საბაჟო-გამშვები პუნქტების – განთიადი-ადლერისა (აფხაზეთი) და როკი-ქვემო ზარამაგის (ცხინვალის რეგიონი), ლეგალიზაციის პირობას შეასრულებს.


ამაზე საუბარია საქართველოს საგარეო და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების 21 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც 19 ნოემბერს აშშ–მ ოფიციალურად განაცხადა თანხმობა რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე.


შედეგად, ამ ეტაპზე რუსეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან მხოლოდ საქართველო, მოლდოვა და კოსტა–რიკა.


19 ნოემბერს ამერიკულ მხარესთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა გერმან გრეფმა იმედი გამოთქვა, რომ ვმო–სთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოსთან  მალე გამონახავს საერთო ენას.


თბილისი 21 ოქტომბერს ადასტურებს დაინტერესებას რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე და ძალაში ტოვებს შეთავაზებას ორმხრივი მოლაპარაკებების  მოკლე ვადებში გამართვის თაობაზე, თუმცა აქვე აფრთხილებს “საქართველოსთან რუსეთის მიერ ვმო-ს ფარგლებში საქონლისა და მომსახურების ბაზარზე დაშვების განახლებული ორმხრივი მოლაპარაკებების დაუსრულებლობის შემთხვევაში და საქართველოს მხრიდან მრავალმხრივი მოლაპარაკებების ჩატარებაზე თანხმობის გარეშე, შეჩერებულ იქნება რუსეთის ფედერაციის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button