skip to content
ახალი ამბები

მეთიუ ბრაიზა: სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი “გაურკვეველია“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 17 ნოემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამართულმა ორმა რეფერენდუმმა განსხვავებული შედეგებით დაადასტურა, რომ რეფერენდუმის ჩატარება “უკიდურესად რთულ სიტუაციებში“ ხელს არ უწყობს კონფლიქტების მოგვარებას.


“ის, რაც სამხრეთ ოსეთში მოხდა, გაურკვეველია, მე რეფერენდუმს ვგულისხმობ. ერთმა ჯგუფმა, ოსების, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, ამ პროცესის სანდო საერთაშორისო მონიტორინგის გარეშე. მეორე მთავარმა ეთნიკურმა ჯგუფმა, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო, თავისი საკუთარი რეფერენდუმი ჩაატარა, რასაც სრულიად განსხვავებული შედეგი მოყვა. ჩემი აზრით, ეს ადასტურებს, რომ რეფერენდუმი უკიდურესად რთული ვითარებაში, საიდანაც ერთი ეთნიკური ჯგუფი კონფლიქტის შედეგად იქნა განდევნილი, არ უზრუნველყოფს რაიმე საჭირო პრეცედენტს ან გარანტირებულ გზას ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად“, – განაცხადა ბრაიზამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.


17 ნოემბერს მეთიუ ბრაიზა თბილისში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს შეხვდა. 18 ნოემბერს ბრაიზა სოხუმში აფხაზეთის ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს. 
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button