ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ოქრუაშვილმა თანამდებობა დატოვა

ქართული მედიის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა თანამდებობა დატოვა. ოქრუაშვილი ამ თანამდებობაზე ერთი კვირის წინ, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.


ამ ინფორმაციას ადასტურებს ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ირმა კახნიაშვილი.


ქართული მედიის ინფორმაცია ოქრუაშვილის გადადგომის თაობაზე ეყრდნობა ნანა ინწკირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ინწკირველი თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსია. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button