ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული არჩევნების შედეგები გამოცხადდა

12 ნოემბერს ჩატარებულ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში დიმიტრი სანაკოევმა გაიმარჯვა, განაცხადა დღეს ერედვში განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ურუზმაგ ქარქუსოვმა.


მან ასევე გამოაქვეყნა რეფერენდუმის საბოლოო შედეგები, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველთა 94% –მა დადებითი პასუხი გასცა კითხვაზე გსურთ თუ არა თბილისთან მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთან ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.


ქარქუსოვის განცხადებით, ალტერნატიულ არჩევნებში 57 ათასზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 96%–მა მიიღო მონაწილეობა, რომელთა დიდი უმრავლესობა ცხინვალის რეგიონის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები არიან.

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ასევე 12 ნოემბერს გამართული არჩევნებისა და რეფერენდუმის საბოლოო შედეგებით დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გახდა, ხოლო ამომრჩველთა 99%–მა რეფერენდუმში მხარი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას დაუჭირა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button