skip to content
ახალი ამბები

კარასინმა და არნომ მოსკოვში აფხაზეთის საკითხი განიხილეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 15 ნოემბერს მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჟან არნოს შეხვდა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხები და ყურადღება გაამახვილეს არსებული შეთანხმებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 1994 წლის მოსკოვის შეთახმების და საქართველოს შესახებ გაეროს რეზოლუციის, განხორციელების აუცილებლობაზე. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button