ახალი ამბები

საქართველო–ევროკავშირის სამოქმედო გეგმა ბრიუსელში ოფიციალურად გაფორმდა

14 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნიდან მისმა ფინელმა კოლეგამ ერკი ტუომიოიამ ხელი მოაწერეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საბჭოს რეკომენდაციებს.


ევროკავშირის მხარემ აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მხარეებს შორის მომავალი თანამშრომლობის ქვაკუთხედს და გამოთქვა მზადყოფნა, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს როგორც ამ გეგმის წარმატებით განხორციელებაში, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button