skip to content
ახალი ამბები

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე გმობს სამხრეთ ოსეთის არჩევნებს

ეუთო არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის რეგიონში რეფერენდუმის ან რაიმე არჩევნების შედეგებს და მას “კონტრპროდუქტიულად“ მიიჩნევს, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 13 ნოემბერს.


“დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები სამხრეთ ოსეთის რეგიონში არ უწყობს ხელს კონფლქიტის მშვიდობიანი მოგვარებას“, – განაცხადა მან.


“ე.წ. არჩევნები ზრდის დაძაბულობას და გაყოფას მაშინ, როცა ქართულ-ოსური კონფლქიტის მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზაცია და მოლაპარაკებების პროცესისკენ დაძვრა“, – განაცხადა გუხტმა.


ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩევს  და მხარს უჭერს მხარეთა მცდელობებს მოლაპარაკებების გზით მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button