skip to content
ახალი ამბები

ბრიუსელში საქართველო–ევროკავშირის საბჭოს სხდომა იმართება

14 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს სხდომა, სადაც ხელი მოეწერება ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ რეკომენდაციებს, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინიტრო.


საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, ხოლო ევროპულ მხარეს – ფინეთის, როგორც ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგარეო საქმეთა მინისტრი ერკი ტუომიოია.


თანამშრომლობის საბჭოზე განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების სრული სპექტრი, მათ შორის, თანამშრომლობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აგრეთვე სავაჭრო-ეკონომიკურ, კანონის უზენაესობისა და საზღვრის მენეჯმენტის სფეროებში, აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კოფლიქტების მოგვარების საკითხებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button