skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთთან დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

14 ნოემბერს სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგი გამართოს რუსეთთან ორმხრივი პატივისცემის საფუძველზე.


მისი თქმით, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი “გამოწვევა გახდა” საქართველოსთვის, მაგრამ თბილისი არ გადაუხვევს ამ გზიდან რუსეთის ზეწოლის მიუხედავად.


“მე არ მინდა ეს შესაძლებლობა [ევროპარლამენტში გამოსვლა] რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის შემდგომი გამწვავებისთვის გამოვიყენო. ჩვენ საკმარისი დაძაბულობა გვქონდა… ახლა დიპლომატიის და განხილვის დროა … მზად ვარ ეს პოლიტიკა განვახორციელო, დავუბრუნდე ნორმალური დიალოგის გზას“, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მადლიერებას გამოხატავს ევროკავშირის სოლიდარობის მიმართ, რომელმაც ხმა აღიმაღლა რუსეთში ანტიქართული კამპანიის გამო.


თავის გამოსვლაში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მზადყოფნა სეპარატისტული კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს და სამხრეთ ოსეთს ფართო ავტონომია მიანიჭოს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button