skip to content
ახალი ამბები

ნატო სამხრეთ ოსეთის არჩევნებს გმობს

11 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ კვირას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაგეგმილი რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები “არანაირ მიზანს არ ემსახურება”.


“ნატოს სახელით, მე ვუერთდები სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებს საქართველოს სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი “რეფერენდუმის“ და “არჩევნების“ დაგმობაში. ამგვარი ქმედებები არანაირ მიზანს არ ემსახურება გარდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის გამწვავებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.


ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.


“მოვუწოდებ მხარეებს კეთილსინდისიერად იმოქმედონ და გამართონ მოლაპარაკებები პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად. [კონფლიქტის]მშვიდობიანი მოგვარება ერთადერთი გზაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა სხეფერმა. 

This post is also available in: English Русский

Back to top button