ახალი ამბები

აშშ არ აღიარებს დაგეგმილ რეფერენდუმს და არჩევნებს სამხრეთ ოსეთში

8 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 12 ნოემბერს დაგეგმილი რეფერენდუმი და ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები და განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებები მხოლოდ “დაძაბულობის გაღვივებას და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისგან ყურადღების გადატანას შეუწყობს ხელს“.  


“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად მიანიშნა, სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. მოვუწოდებთ ცხინვალს და თბილისს პირდაპირი მოლაპარაკებები გამართონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რაც შემდგომში განსაზღვრავს სამხრეთ ოსეთის სტატუსს საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში და სამხრეთ ოსეთს მნიშვნელოვან ავტონომიას მიანიჭებს ერთიანი საქართველოს ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე განაცხადა, რომ ეუთოს მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება შეარბილებს არსებულ დაძაბულობას და აღადგენს ნდობას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button