skip to content
ახალი ამბები

ლევან ნიკოლეიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2 ნოემბრის ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ლევან ნიკოლეიშვილი დაინიშნა.


ნიკოლეიშვილს 2005 წლის 18 თებერვლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა.


საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ზაზა გოგავა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button