skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი უკრაინას ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 3 ნოემბერს ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით კიევს ესტუმრა, სადაც თავის უკრაინელ კოლეგას ბორის ტარასიუკს და თავდაცვის მინისტრს ვიტალი გაიდუკს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, რეგიონული თანამშრომლობის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სუამ-ის ფარგლებში შემდგომი პარტნიორობის საკითხები.


კიევში ჩასვლამდე ბეჟუაშვილმა 1-2 ნოემბერს მოსკოვში გამართა შეხვედრები. 


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button