skip to content
ახალი ამბები

თბილისი რუსეთიდან დეპორტირებულების შესახებ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელს ამზადებს

დღეს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამზადებს სარჩელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვის ფაქტებზე.


მან ჟურნალისტებთან საუბარში სარჩელის დეტალების და მისი სასამართლოში შეტანის ვადების დასახელებისაგან თავი შეიკავა.


გია ქავთარაძემ დღესვე დეპორტირებულთა თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას.


კომისიის თავმჯდომარის ნიკა გვარამიას განცხადებით, პარლამენტი და მთავრობა დეპორტირებულთა საკითხებზე კოორდინირებულად იმუშავებენ.


ოფიციალური ინფორმაციით, გასული თვის მანძილზე რუსეთიდან 1 000-ზე მეტი ქართველი იქნა დეპორტირებული ან იძულებული, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button