ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ არჩევნებში მონაწილეობა 6 კანდიდატს სურს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის 12 ნოემბრის ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე სოფელ ერედვში განთავსებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსმა კანდიდატმა მიმართა.


ალტერნატიული ცესკოს თავმჯდომარის ურუზმაგ ქარქუსოვის ინფორმაციით, რეგისტრირებული კანდიდატები არიან: მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი, გიორგი ჩიგოევი, თეიმურაზ ჯერაგოევი, ანატოლი დუდაევი, თამარ ჩარაევა და დიმიტრი სანაკოევი, რომელიც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარეა.


ალტერნატიული არჩევნების პარალელურად ცხინვალის რეგიონში 12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ორგანიზებით საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ჩატარდება. ალტერნატიული არჩევნების ორგანიზატორი კი “ოსების ხსნის კავშირია”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button