ახალი ამბები

პარლამენტმა გია ნუცუბიძეს იმუნიტეტი მოუხსნა

პარლამენტმა დღეს გამართულ სხდომაზე პროკურატურას თანხმობა მისცა უმრავლესობის წევრის, დეპუტატ გია ნუცუბიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვის საკითხს და მას ასევე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერა.

ორივე ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს დეპუტატებმა, რომელთა თანხმობის გარეშეც სისხლის სამართლის საქმე ვერ გაგრძელდებოდა.


გია ნუცუბიძე სამართალდამცავებმა 27 ოქტომბერს განათლების მინისტრის მოადგილისათვის თემურ სამადაშვილისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოქვეყნდა ფარული კამერით გადაღებული შესაბამისი ვიდეო–მტკიცებულებებიც.

პარლამენტის სხდომის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტმა მოუწოდა დეპუტატებს მხარი დაეჭირათ გია ნუცუბიძისათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button