ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ კეხვთან 26 ოქტომბერს მამა-შვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც მამა შადიმან ბლიაძე დაიღუპა, ხოლო შვილი ბიჭიკო ბლიაძე მძიმედ არის დაჭრილი.


საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძემ ამ ინციდენტს “მშვიდობიანი ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი“ უწოდა და კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოები “უმოქმედობაში“ დაადანაშაულა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button