skip to content
ახალი ამბები

ბეჟუაშვილი და გილაური ირანში იმყოფებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრები გელა ბეჟუაშვილი და ნიკა გილაური 22 ოქტომბრიდან ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებიან, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ენერგეტიკულ საკითხებში თანამშრომლობა და ზამთრის პერიოდში გაზისა და ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხები განიხილება ირანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.


ასევე დაგეგმილია მსჯელობა ორი ქვეყნის სამთავრობათაშორისო კომისიის შექმნის თაობაზე.


გელა ბეჟუაშვილი სავარაუდოდ, ასევე შეათანხმებს ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის შესაძლო ვიზიტს საქართველოში.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ირანელი კოლეგა საქართველოში 20 სექტემბერს მოიწვია, როცა მათი შეხვედრა ნიუ–იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გაიმართა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button