skip to content
ახალი ამბები

აშშ რუსეთს საქართველოზე სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებს

ეუთოში აშშ-ს მისია მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ცუდი მოპყრობა, “რამაც შესაძლოა ტრაგედიამდე მიგვიყვანოს“ და აღადგინოს ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები.


“ასევე მოვუწოდებთ რუსეთს აღადგინოს სატრანსპორტო და ფინანსური კავშირები, რომელიც ცოტა ხნის წინ შეწყდა საქართველოსთან, რასაც წინ უძღოდა რუსეთის მიერ საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინის, მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვა და ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მისიის წარმომადგენელმა კაილ სკოტმა 19 ოქტომბერს ეუთოს მუდმოვმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაახმოვანა.  


ამავე განცხადების თანახმად, რუსეთიდან უკვე განხორციელდა დაახლოებით 400 ქართველის დეპორტაცია, ხოლო 300 ადამიანი დეპორტაციის მოლოდინშია.  


აშშ-ს მისიამ ეუთოში ასევე მოუწოდა რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან დაძაბულობის შემსუბუქებისთვის და აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button