skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი მზად არის ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე საქართველოს საკითხი განიხილოს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები განიხილოს, როდესაც პრეზიდენტი პუტინი 20 ოქტომბერს ფინეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს შეხვდება, იტყობინებიან “ინტერფაქსი” და “რია ნოვოსტი”.


თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს დაძაბულობა და რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან დაკავშირებული საკითხები სამიტის დღის წესრიგში არ დგას, “თუმცა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ყოველთვის წამოიჭრება საუბრის დროს“.


“და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ საუბრისთვის“, – განაცხადა იასტრჟემბსკიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button