ახალი ამბები

თბილისის მერი კვლავ გიგი უგულავაა

5 ოქტომბერს არჩეულმა თბილისის საკრებულომ დღეს პირველივე სხდომაზე თბილისის მერად გიგი უგულავა აირჩია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ზაზა ბეგაშვილს დაუჭირა მხარი.  საკრებულოს მდივანი კი თბილისი ყოფილი პრემიერი თემურ ქურხული გახდა.


საკრებულოში უმრავლესობა მმართველი პარტიის 34 წარმომადგენლით არის დაკომპლექტებული.

დღევანდელ სხდომას ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ დასწრებია.  საკრებულოში სამ ოპოზიციურ ძალას: რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკს, ლეიბორისტებსა და მრეწველებს თითო–თითო მანდატი ერგოთ.

ოპოზიციის არ გამოცხადებას გიგი უგულავამ დღეს ამომრჩევლის “ღალატი” უწოდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button