skip to content
ახალი ამბები

შსკ–ს სხდომა ვლადიკავკაზში გაიმართება

12-13 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გაიმართება შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) 51-ე პლენარული სხდომის მორიგი რაუნდი, იტყობინება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


შსკ–ს 51–ე სხდომის პირველი რაუნდი 17–18 აგვისტოს მოსკოვში შედგა. მას შემდეგ მეორე რაუნდის გამართვის სამივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.


ამჟამად, შსკ–ს შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, დაგეგმილია შერეული სამშვიდობო ძალების სარდლის მოხსენების მოსმენა კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, აგრეთვე მოსმენილი იქნება ეუთოს წარმომადგენლის მოხსენება ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ.


მხარეები ასევე განიხილავენ კონფლიქტის სრულმასშტაბიან, პოლიტიკურ მოწესრიგებასთან დაკავშირებულ და მხარეთა სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთქმედების საკითხებს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button