skip to content
ახალი ამბები

აშშ საქართველოს და რუსეთს უთანხმოების მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომ კეისიმ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთსა და საქართველოს არსებული უთანხმოებები მშვიდობიანი გზით მოაგვარონ.


“ჩვენი სურვილია, რომ ორივე ქვეყანამ ერთად იმუშავოს და თავიანთი უთანხმოებები მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. და, რა თქმა უნდა გვინდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კარგი მეზობლური ურთიერთობები ვიხილოთ. მათ საერთო საზღვარი აქვთ, საერთო ისტორია აქვთ, სხვადასხვა თვალსაზრისით, და რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნონ“, – განაცხადა კეისიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს კონტაქტი რუსეთის და საქართველოს მთავრობებთან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button