![](https://civil.ge/wp-content/uploads/2025/01/default-pic-780x470.png)
ახალი ამბები
ნოღაიდელი რუსულ სანქციებზე საუბრობს
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, დაწესებული სანქციებით “რუსეთი საქართველოს ზიანს ვერ მიაყენებს“.
“რუსეთმა, რაზეც შეეძლო უკვე დიდი ხანია დააწესა სანქციები. დამატებითი – თითიდან გამოწოვილი სანქციებით – ვერანაირ ზიანს ჩვენ ვერ მოგვაყენებს. მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებებს ჩვენ გავუძელით და მომავალშიც გავუძლებთ და საქართველო აუცილებლად განვითარდება, იქნება დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)