skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ხელმძღვანელობა ზემო აფხაზეთს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან და თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, 27 სექტემბერს ზემო კოდორის ხეობაში ჩავიდა. 


გავრცელებული ინფორმაციით, კოდორის ხეობაში ასევე იმყოფებიან თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II და პარლამენტართა ჯგუფი.


სააკაშვილმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ კოდორის ხეობას ოფიციალურად ზემო აფხაზეთი დაერქმევა.


27 სექტემბერს დაგეგმილია ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შენობის გახსნა.


ამავე დღეს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება სოხუმიდან ქართული ჯარების განდევნის 13 წლის იუბილეს აღნიშნავს. 


“დღეიდან ლეგიტიმური მთავრობა იწყებს თავის საქმიანობას ზემო აფხაზეთში, რაც ნიშნავს აფხაზეთის დაბრუნების დაწყებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ჩეჩელაშვილმა 27 სექტემბერს.


“დღეიდან 27 სექტემბერი იქნება იმედის, აფხაზეთის დაბრუნების დღის დასაწყისი… დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვიწყებთ აფხაზეთში დაბრუნებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button