skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო გადატრიალებაში 12 ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხანგრძლივი პროცესის შედეგად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა იგორ გიორგაძის 12 მომხრეს, რომელთაც ბრალი ედებათ სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად შეთქმულებაში.


მე–13 ბრალდებულს, მოძრაობა ანტი-სოროსის ხელმძღვანელს მაია ნიკოლაიშვილს დღეს აღმკვეთი ღონისძიება არ შეფარდებია, რადგან გამოძიება კვლავ განაგრძობს მის დაკითხვას. სავარაუდოდ, მისი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართება.


გიორგაძის პარტია სამართლიანობისა და მისი სატელიტი პარტიების 29 აქტივისტი 6 სექტემბერს თბილისსა და რეგიონებში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით 16 დაკავებული გაათავისუფლეს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button